ფაჩულიამ მესამეც გამოტოვა და მისი სტატუსი უახლოეს მატჩებში გაურკვეველია

ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ატლანტელთა მწვრთნელი არ ჩქარობს ქართველი ცენტრის მოედანზე დაბრუნებას და არაა გამორიცხული, რომ ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები გამოტოვოს.
მართალია, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე“ატლანტას“ 4 მატჩი დარჩა, მაგრამ თუკი ზაზა ამ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, მის სათამასო ფორმაზე ეს უსავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს.
ამასობაში კი ატლანტელებმა ოფივიალურად გაინაღდეს პლეი ოფში თამაში. „ჰოუქსმა“ „დეტროიტს“ იოლად –  116:84 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. ატლანტელთა კონკურენტმა „ორლადომ“ „ბოსტონში“ წააგო და ფაჩულიას გუნნდი 37 მოგებითა და 25 მარცხით მეხუთე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.
ატლანტელებს მორიგი მატჩი 21 აპრილს, შინ, „ბოსტონთან“ აქვს.