ფაჩულიამ ორმაგი დუბლი ინდიანაშიც შეასრულა

ფაჩულიამ ორმაგი დუბლი ინდიანაშიც შეასრულა

ზაზა ფაჩულიას მეხუთე ორმაგი დუბლი. “ატლანტა ჰოუქსის” ქართველმა ცენტრმა ერთ–ერთ კონკურენტ „ინდიანასღან” შეხვედრაში 12 ქულისა და 10 მოხსნის გაკეთება შეძლო. ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და შვიდიდან ოთხი ორქულიანი გამოიყენა, ამასთან ოთხივე საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა. ქართველი კალათბურთელის ეფექტურმა თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა შეხვედრაში მასპინძელთა გამარჯვება. “ატლანტა ჰოუქსმა” მეტოქე 101:96 დაამარცხა და მოგებათა სერია სამ მატჩამდე გაზარდა.
 
მომდევნო შეხვედრაში “ატლანტა” აღმოსავლეთ დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერს, “მაიამი ჰიტს” ხვალ, გამთენიისას უმასპინძლებს. „ჰოუქსს“ 23 გამარჯვების წილ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე–6 ადგილზეა.