ფაჩულიამ ფილადელფიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელმაც გასვლაზე “ფილადელფია” 88:79 დაამარცხა და 16 შეხვედრაში მეშვიდე მოგება ჩაიწერა აქტივში.
სამწუხაროდ, მატჩი ბოლომდე ვერ დაასრულა ფაჩულიამ, რომელსაც პირველი მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 26 წამით ადრე “ფილადელფიის” ცენტრმა, სამუელ დალემბერმა სახეში იდაყვი გაარტყა. ზაზა მოედნიდან გაიყვანეს და იგი თამაშში აღარ ჩართულა.

მისმა გუნდმა კი შეწყვიტა ფილადელფიაში შვიდმატჩიანი წარუმატებელი სერია და შეხვედრა ოპონენტზე 13 ზუსტი პასით მეტით (27:14) დაასრულა.
ატლანტა ჰოქსი: 16 მატჩი, 7:9, III ადგილი სამხრეთ-დასავლეთის დივიზიონში.მომდევნო შეხვედრა: ატლანტა – დეტროიტი (4 დეკემბერი)
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.