ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატი ხუთეულით და 10 მოხსნით დახურა

ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატი ხუთეულით და 10 მოხსნით დახურა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასრულდა. ზაზა ფაჩულიას “ატლანტამ” ბოლო მატჩი “შარლოტში” გამართა და 85:96 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე  25:19 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა. სამაგიეროდ, ზაზა ფარქვეშ საკმაოდ აქტიური იყო და შეხვედრა 10 მოხსნით დაასრულა. ამის გარდა მას 2 პასიც ჰქონდა.
მაშ ასე, “ატლანტას” საბოლოო მონაგარი 44 მოგება და 38 წაგებაა. “ქორებმა” აღმოსავლეთ დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში მე-4-ზე მყოფ “ორლანდოს” შეხვდებიან. პლეი ოფში გამარჯვება 4 მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა “ორლანდოს” აქვს.