ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა. „ატლანტა ჰოუქსი“ შინ „დენვერთან“ 87:102 დამარცხდა და ჯორჯიელთაგან ამ მატჩის საუკეთესო ქართველი ცენტრი გახდა.
ფაჩულიამ ამ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარა: კონკრეტულად კი მოედანზე გატარებული წუთების, მოგრივებული ქულების, ნასროლი და ჩაგდებული ბურთების. ფაჩულია 19 ქულით ატლანტელთაგან ბომბარდირი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე 32,35 წუთი გაატარა. ფაჩულია შესაშური შედეგიანობით უტევდა დენვერელთა კალათს: 9 ცდიდან 8 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გამოიყენა. ზაზას ასევე 10 მოხსნა ჰქონდა და ამით მან მიმდინარე სეზონის მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ფაჩულია საკუთარ ფარს დენვერელი ნენესგან იცავს
საინტერესოა, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და ფაჩულიამ ბრძოლის სიმძიმე საკუთარ თავზე მიიღო. მისი ხანგრძლივი თამაში არ იყო ძირითადი ცენტრის ტრავმით გამოწვეული. ალ ჰორფორდი მწყობრძო გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა, თუმცა მწვრთნელმა მოედანზე 2 ცენტრის ყოფნა გადაწყვიტა და ქართველმაც გაამართლა. დასანანი ისაა, რომ ატლანტელებმა საბოლოოდ გამარჯვების მიღწევა ვერ მოახერხეს.
“ატლანტასთვის” ეს 29–ე დამარცხება იყო. ფაჩულიას გუნდს 39 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე–5 ადგილზე იმყოფება. ცხრილში ისეა ვითარება, რომ ატლანტელების მდევარი “ნიუ იორკი” გვარიანად ჩამორჩენილია, წინ მყოფი “ორლანდოც” დამაჯერებლადაა დაწინაურებულია. ასე რომ, ატლანტელები გარკვეული დროის მანძილზე მე–5 პოზიციაზე დარჩება. მომდევნო მატჩს “ჰოუქსი” შაბათ გამთენიისას არმნოსავლეთის ერთპერთ ლიდერ “მაიამისთან” გამართავს.