ფაჩულიამ ტრავმის გამო მე-7 მატჩი გამოტოვა და კლუბის ხელმძღვანელები ჩააფიქრა

ფაჩულიამ ტრავმის გამო მე-7 მატჩი გამოტოვა და კლუბის ხელმძღვანელები ჩააფიქრა

ზაზა ფაჩულიას ტრავმამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ქართველი ცენტრის ტრავმის შესახებ უკვე კლუბმაც გააკეთა განცხადება. ატლანტელები სერიოზულად არიან ფაჩულიას ტრავმით შეწუხებულნი და მის მოედანზე დაბრუნებას ელოდებიან.
 
როდის დაბრუნდება ზაზა მოედანზე, ჯერ უცნობია. ქართველი ცენტრი უკვე მესამედ შეამოწმა ექიმმა, მაგრამ კონკრეტული თარიღი, როდის გაუვლის მას ტკივილები და დაუამდება ნატკენი ფეხი, ვერ დაასახელა.
 

 
ამასობაში კი ფაჩულიამ ზედიზედ მე-7 მატჩი გამოტოვა. მთლიანობაში კი ბოლო 23 მატჩიდან ზაზამ 12 შეხვედრა გამოტოვა. დღეს, გამთენიისას, ატლანტელებმა „ფინიქს სანსს“ უმასპინძლეს და 107:94 დაამარცხეს. ფინიქსელების ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვია, რომელმაც მისი გუნდის კაპიტნის თმაში ვერ იხილა. ამ გუნდების წინა მატჩში, რომელიც 1 მარტს ფინიქსში გაიმართა, ფაჩულიამ პირწმინდად დაჯაბნა მისი ოპონენტი, პოლონელი მარცინ გორტატი, თუმც დღესდღეობით ორივე ეს კალათბურთელი ტრავმირებულია.
 
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 17 მარტს ბრუკლინში, თორნიკე შენგელიას „ნეთსთან“ გამართავს, მაგრამ ქართველი კალათბურთელების მოედანზე შეხვედხრა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.