ფაჩულიას 10 ქულა, 6 მოხსნა და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება “ნიუ ორლეანთან”

ფაჩულიას 10 ქულა, 6 მოხსნა და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება “ნიუ ორლეანთან”

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ „ნიუ ორლეან“ პელიკანსს 110:95 მოუგო. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა ნიუორლეანელთა ცენტრის – დემარკუს კაზინსის წინააღმდეგ.

ქართელი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა, ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. ზაზამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

კაზენსმა მოედანზე 31 წუთი დაჰყო და 15 ქულას და 7 მოხსნას დასჯერდა, როცა მისი მაჩვენებლები ამაზე გაცილებით მეტია.  გოლდენსტეიტელებს 27 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა. არ უთამაშია კევინ დიურანტს, რომელმაც ტრავმირებულია.