ფაჩულიას 8 ქულა “მაიამისთან” და “ნიუ ორლეანთან” ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩი

ფაჩულიას 8 ქულა “მაიამისთან” და “ნიუ ორლეანთან” ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩი

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ბოლო 2 დღეში 2 გასვლითი მატჩი მოიგო. აღმოსავლური ტურნის ფარგლებში ოკლენდელებმა ჯერ მაიამიში “ჰითთან” იმარჯვეს – 123:95, დღეს, გამთენიისას კი “ნიუ ორლეანს” 125:115 სძლიეს.

ზაზა ფაჩულიამ “მაიამისთან” ითამაშა და შედეგიანიც იყო, “ნიუ ორლეანთან” კი ის მხრის ტრავმის გამო მოედანზე ვერ გავიდა.

მაიამელებთან ფაჩულიამ 18 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

დღს გამართულ მატჩში ფაჩულია არ ათამაშეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, თამაშის დილას მას მხარი გაუსივდა და მწვრთნელებმა “ნიუ ორლეანთან” მატჩში მისი დასვენება გადაწყვიტეს.