ფაჩულიას 9 ქულა ფილადელფიაში წაგებულ მატჩში

ფაჩულიას 9 ქულა ფილადელფიაში წაგებულ მატჩში

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტმა” სტუმრად “ფილადელფიას” შეხვდა და 99:109 დამარცხდა.

 ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და გუნდს 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა. ამასთან, ფაჩულიას პასივში 1 შეცდომა და 5 პერსონალური ფოლი იყო.

დეტროიტელთა რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ, რომელმაც 38 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ფილადელფიელმა ჯოელ ემბიდმა კი 39 ქულას 17 მოხსნა წაამატა.
“პისტონსი” 4-4 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 ნოემბერს “მაიამი ჰითთან” გამართავს.