ფაჩულიას ანგარიშზე 10 ქულა და 9 მოხსნაა

ფაჩულიას ანგარიშზე 10 ქულა და 9 მოხსნაა

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა” გასვლაზე “ბოსტონ სელტიქსი” 82:76 დაამარცხა. ქართველი ცენტრი ამჯერადაც რეზერვში იყო. მან მატჩი 10 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. “ატლანტას” რიგებში 21-21 ქულა ჯოშ სმიტმა და ჯო ჯონსონმა დააგროვეს. “ჰოქსის” ანგარიშზე 14 მოგება და 26 წაგებაა.