ფაჩულიას ანგარიშზე 12 მოხსნაა

გრძელდება NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი. ზაზა ფაჩულიას “”ატლანტა ჰოქსი”” გასვლაზე “”ჩიკაგო ბულზს”” შეხვდა და 86:94 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ლიდერის ანგარიშზე 26 წუთში 6 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი “”ჰოქსის”” მსროლელი ჯო ჯონსონი იყო, რომლის მონაგარმაც 29 ქულა შეადგინა.
ჩიკაგო-ატლანტა 94:8627:20, 14:17, 29:22, 24:27