ფაჩულიას არ უთამაშია

“მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ არ უთამაშია საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა ჰოქსის” ცენტრს, ზაზა ფაჩულიას, რომელმაც შეხვედრა მარცხენა მუხლის მიკროტრავმის გამო გამოტოვა. “ატლანტამ” ზაზას ყოფილი გუნდი 115:102 დაამარცხა და ამით შვითმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. შემდეგ შეხვედრაში ჯორჯიელები გასვლაზე “ფილადელფიასა” და მის ახალგაზრდა ვარსკვლავს, ანდრე იგუოდალას დაუპირისპირდებიან.
ატლანტა – მილუოკი 115:102 (29:39, 31:23, 29:24, 26:16)