გადაწყვეტილი ამბავია: “ატლანტა ჰოუქსი” რეგულარულ ჩემპიონატს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ რაუნდში “ორლანდო მეჯიქს” შეხვდება. სერია 4 მოგებამდე გაგრძელდება, მოედნის უპირატესობა კი ფლორიდელებს ექნებათ.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი შეხვერდა დღეს, გამთენიისას გამართა და ლიგის ერთ-ერთ ლიდერ “სან ანტონიოსთან” 90:97 დაარცხდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ატლანტელებს ამ მატჩის მოსაგებად მოტივაცია აკლდათ, სანანტონიოელები კი დასავლეთში პოზიციების გასამყარებლად იბრძვიან.
ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ბევრი – 27:40 წუთი ითამაშა, თუმც წინა მატჩების მსგავსად შედეგიანი ვერ იყო. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, ფაჩულიას 3 ქულა დაუგროვდა, რასაც 2 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა.
“ატლანტა ჰოუქსს” 44 მოგება და 34 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას “ქორები” 8 აპრილს ინდიანაში ჩაატარებენ.