ფაჩულიას და ატლანტელების უიღბლო დღე

ფაჩულიას და ატლანტელების უიღბლო დღე

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ წარმატებული სერია საკუთარ დარბაზში, დასავლეთის რიგით გუნდ „გოლდენ სტეიტთან“ შეწყვიტა. ჯორჯიელებმა პირველ მეოთხედში გაუწიეს მეტოქეს წინააღმდეგობა, მეორე და მესამე პერიოდები კი ჩააგდეს და საბოლოოდ 93:115 წააგეს.
 
გოლდენსტეიტელთა წინააღმდეგ ზაზამ მხოლოდ 3,26 წუთი ითამაშა. სავარაუდოდ, ფაჩულიას ტრავმა აწუხებდა, რადგან ასე მცირე ხნით მისი მოედანზე გაყვანა ცოტა უცნაურია. ქართველმა ცენტრმა ასე მცირე დროში 2 ქულის და თითო მოხსნა-პასის გაკეთება მოასწრო, ბურთიც ერთხელ დაკარგა. ზაზამ 1 ორიანი ააცილა და ორივე საჯარიმო ჩააგდო.
 
14 მოგების მქონე „ატლანტასთვის“ ეს გახლდათ მე-7 მარცხი, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილი „ქორებს“ არ დაუკარგავთ. მეხუთეზეა თორნიკე შენგელიას „ბრუკლინი“, რომელმაც დღეს გამთენიისას 1 ქულით – 82:83 წააგო ჩიკაგოში. ქართველი ფორვარდი გუნდთან ერთად ჩავიდა ჩიკაგოში, მაგრამ განაცხადში არ ყოფილა.
 
ქართველების გუნდები მომდევნო მატჩებს 18 დეკემბერს გამართავენ. „ბრუკლინი“ „იუტას“ უმასპინძლებს, ხოლო „ატლანტა“ ვაშინგტონში „ვიზარდსს“ დაუპირისპირდება.

ფაჩულია მონტა ელისს უფარებს