ფაჩულიას დენვერთან ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა

ფაჩულიას დენვერთან ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა

მცირე ჩავარდნის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა ისევ იმარჯვა. ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ ატლანტელებმა წინა მატჩში შინ „კლივლენდთან“ წაიფორხილეს, თუმცა რეაბილიტაცია მალევე მოახდინეს და დღეს, გამთენიისას, საკუთარ კედლებში საკმაოდ მძლავრი „დენვერი“ 108:104 დაამარცხეს.
 
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „დენვერი“ არ თმობდა და მთელი თამაში გამარჯვების შანსს ინარჩუნებდა. ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები 7 ქულით ჩამორჩებიოდნენ და დარჩენილ დროში გამარჯვებაზეც გაიწიეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ტაი ლოუსონის მოწადინება მხოლოდ ჩამორჩნის 4 ქულამდე შემცირებას გასწვდა.
 

მატჩის ორი მეომარი: ზააზა ფაჩულია და კენეტ ფარიდი
 
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში საკმაო შედეგიანობა გამოავლინა. ფაჩულიამ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. ზაზამ მთლიანობაშ 11 ქულა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. ატლანტელებს კი ალ ჰორფორდმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 12 მოხსნა და 4-4 ჩაჭრა-პასი მიითვალა.
 
ატლანტელებს 10 მოგების წილ 5 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში „მაიამისა“ და „ნიუ იორკის“ შემდეგ მესამე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩში, 7 დეკემბერს, ფაჩულიას გუნდი ლიგის აუტსაიდერს, მხოლოდ 1 მოგების მქონე “ვაშინგტონს” უმასპინძლებს.