ფაჩულიას გუნდი ინდიანასთან დამარცხდა

აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე, საფლეიოფო ადგილზე მყოფი “ჰოქსი” მორიგ შეხვედრაში გასვლაზე მეცხრე ადგილზე (34:44) მყოფ “პეისერზსთან” 98:112 დამარცხდა, თუმცა მეტოქეს მაინც უსწრებს და ფლეი ოფში გასვლის საკმაოდ კარგ შანსებსაც ინარჩუნებს.

“ჰოქსის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 23 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა, 5 მოხსნა, 4 პერსონალური შენიშვნა და 1 შეცდომა გააკეთა. ზაზამ ტამაშიდან ოტხივე სროლა გააფუწა და 6 საჯარიმოდან 4 გამოიყენა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 78 მატჩი, 36:42, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთსი, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 11 აპრილი (სტუმრად, ნიუ იორკი).