ფაჩულიას გუნდი ლეიკერსთან აგებს

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი” გასვლაზე “ლეიკერსს” შეხვდა და 95:106 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 34 წუთი გაატარა და ამ დროში 12 ქულა დააგროვა. ზაზამ თამაშიდან 13-დან 6 სროლა გამოიყენა და მატჩი 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1-1 ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა. ფაჩულიამ ასევე 3 ფოლი მიიღო და შეხვედრა 1 პერსონალურით დაასრულა.
“ლეიკერსში” ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ლიუკ უოლტონი იყო, “ატლანტაში” კი 30 ქულა ჯო ჯონსონმა დააგროვა.