ფაჩულიას გუნდი საკუთარ მოედანზე მეჯიქთან აგებს

ფაჩულიას გუნდი საკუთარ მოედანზე მეჯიქთან აგებს

რეგულარულის დასარულს, ზაზა ფაჩულიას “ჰოქსი” საკუთარ მოედანზე “მეჯიქთან” დამარცხდა 105:121.
საქართველოს ანკრების ცენტრმა 19 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ დროში 8 ქულა დააგროვა. ფაჩულიამ თამაშიდან 5-ში 3 სროლა გამოიყენა და ორივე საჯარიმო ტყორცნა უშეცდომოდ შეასრულა. ზაზას ანგარიშზე ასევე 4 მოხსნა, ცენტრისთვის საკმაოდ ბევრი, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 4 პერსონალური შენიშვნა და 2 შეცდომა იყო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო “მეჯიქის” წევრი მორის ევანსი, რომელმაც მატჩი 27 ქულით დაასრულა.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 81 მატჩი, 37:44, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
რეგულარულის უკანასკნელი შეხვედრა: 16 აპრილი (სტუმრად, მაიამი).