ფაჩულიას გუნდის მორიგი გამარჯვება

ფაჩულიას გუნდის მორიგი გამარჯვება

ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება რეგულარული, რომელშიც, სეზონის ბოლოს, საფლეიოფო საგზურისთვის იბრძვის “ატლანტა ჰოქსი”.

მორიგ შეხვედრაში, “ჰოქსმა” საკუთარ მოედანზე დაამარცხა “მილუოკი ბაქსი” 115:96, საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ კი საკმაოდ პროდუქტიულად ითამაშა.
ფაჩულიამ 22 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა და თამაშიდან 4/3 სროლა ზუსტად შეასრულა.
ზაზამ 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და შეხვედრა 1 შეცდომით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 71 მატჩი, 31:40, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 28 მარტი (საკუთარ მოედანზე, ჩიკაგო).