ფაჩულიას გუნდმა გასვლაზე მაიამის მოუგო

ფაჩულიას გუნდმა გასვლაზე მაიამის მოუგო

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელმაც ფლორიდაში “ჰიტს” 82:79 მოუგო, თუმცა ამ გამარჯვების მიუხედავად, ჯორჯიელები სატურნირო ვხრილში იგივე ადგილზე დარჩნენ.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მატჩი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო და საბოლოოდ, 21 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შემატა გუნდს. ამ მოგებით ფაჩულიამ და მისმა თანაგუნდელებმა გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლ;ივი, 17-მატჩიანი გასვლითი მოუგებელი სერია დაასრულეს, ხოლო “მაიამიმ” კი მორიგი იმედგამაცრუებელი მატჩი გამართა.
მასპინძლეთა შემადგენლობაშI ორმაგი დუბლითა და სეზონში პირადი რეკორდით, 7 დაფარებით შაკილ ონილი გამოირჩა, ხოლო სტუმართა ლიდერმა ჯო ჯონსონმა კი მატჩი 22 ქულით დაასრულა.
ატლანტა ჰოქსი: 11 მატჩი, 4:7, მეოთხე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.