ფაჩულიას გუნდმა მოგების გემო გაიხსენა

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა”, როგორც იქნა, გატეხა ნავსი და ზედიზედ განცდილი ოთხი მარცხის შემდეგ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ლოს ანჟელეს კლიპერსს” ესტუმრა და 97:80 მოუგო. ქართველმა ცენტრმა ამჯერადაც ჯორჯიელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა, დიდად გამორჩეული არ ყოფილა.ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ 21 წუთში 3 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. არადა, ეს მოხსნილი 7 ქულა ზაზამ პირველსავე მეოთხედში მოაგროვა, თუმცა შემდეგ მოედანზე რომ გამოვიდა, კარგად დაწყებული საქმე სათანადოდ ვეღარ გააგრძელა.“ატლანტას” 23 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდა სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. ჯორჯიელებმა გადაასწრეს “დეტროიტს”, რომელიც წუხელ “ინდიანასთან” წააგო.“ატლანტა” მომდევნო მატჩს შაბათ დილით ოკლენდში იქაურ “უორიორზის”  წინააღმდეგ გამართავს.

ზაზა ფაჩულია კლიპერსელი ერიკ გორდონის დაფარებას ცდილობს