ფაჩულიას გუნდმა ნბა-ს ახალ სეზონში პირველი მარცხი განიცადა

ფაჩულიას გუნდმა ნბა-ს ახალ სეზონში პირველი მარცხი განიცადა

სეზონის მეოთხე მატჩი უიღბლო გამოდგა ატლანტელებისთვის. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნბა–ს სეზონი 3 გამარჯვებით დაიწყო, მეოთხე შეხვედრაში კი მარცხი განიცადა. „ჰოუქსი“ ჰიუსტონში „როკეტსს“ შეხვდა და დამარცხდა.
ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 12 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთი წარმატებით ესროლა საჯარიმოებიც. საბოლოოდ ზაზამ 3 ქულა, ამდენივე მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი მიითვალა. ატლანტელთაგან 15–15 ქულა ჰქონდათ ჯო ჯონსონმა და ალ ჰორქორდმა, ხოლო გამარჯვებულებში საუკეთესო 27 ქულით კევინ მარტინი იყო.
მომდევნო მატჩს ატლანტელები 3 იანვარს, გამთენიისას, მაიამიში „ჰითის“ წინააღმდეგ გამართავს.