ფაჩულიას გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ “ბოსტონთან” მეექვსე შეხვედრაში 28 წუთში მიმდინარე სერიის რამდენიმე რეკორდი დაამყარა – 9 ქულა, 6 მოხსნა, 4 მოხსნა შეტევაში და 7 შესრულებული საჯარიმო.
მან და მისმა თანაგუნდელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოპვეს 103:100 და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. ფაჩულიას დარად, შეტევაში ოთხი მოხსნა “ბოსტონის” მსროლელმა რეი ალენმაც დააგროვა. მეშვიდე და გადამწყვეტი შეხვედრა ბოსტონში შედგება.

ორივე გუნდში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი კევინ გარნეტი გახდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.