ფაჩულიას იღბლიანი 13

ფაჩულიას იღბლიანი 13

“ატლანტა ჰოუქსმა” ნბა-ს მორიგ მატჩში “დეტროიტ პისტონზს” უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 104:96. ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში 13,13 წუთს ითამაშა და საკმაოდ მაღალი შედეგიანობა გამოიჩინა.
ფაჩულია ძალიან აგრესიული იყო. ის დეტროიტელთა ფარზე იყო ორიენტირებული და გამუდმებით უტევდა. მეტოქეებიც ხშირად ჯარიმდებოდნენ მის წინააღმდეგ და საბოლოოდ ზაზას ათჯერ მოუწია საჯარიმოს ხაზზე დადგომა, საიდანაც მან 9 ზუსტად ესროლა. აღნიშნულის გარდა ფაჩულიამ დეტროიტელთა კალათს 5-ჯერ შეუტია და 2-ჯერ იხეირა, სესაბამისად, 13 ქულა დაუგროვდა. გამოვიდა, რომ 13 წუთსა და 13 წამში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა დააგროვა. მას ასევე 5 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
“ატლანტას” ახლა 40 მოგება და 29 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ატლანტელები 22 მარტს “ჩიკაგოსთან” შინ გამართავენ.

ფაჩულიას დეტროიტელები ჯარიმებით თუ აჩერებდნენ