ფაჩულიას მეორე ხუთეული მიმდინარე სეზონში

ატლანტელთა ძირითადი ცენტრის, დომინიკელი ალ ჰორფორდის ტრავმის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია „ჰოუქსის“ ხუთეულში გამოჩნდა. ეს მოხდა „ქორების“ ჩატარებულ გასულ მატჩში, რომელშიც ატლანტელებმა „ვაშინგტონი“ 99:92 დაამარცხეს.
 
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთი და 52 წამი ითამაშა და ერთ-ერთ ეპიზოდში მეტად ეფექტური “სლემ დანქი” შეასრულა. მთლიანობაში კი ჩვენებურის მონაგარმა 7 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 7–დან 3 საჯარიმო და 4 მოხსნა შეადგინა.
მომდევნო შეხვედრას ატლანტელები 8 თებერვალს შინ, „ფილადელფიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.