ფაჩულიას ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა

ფაჩულიას ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა

“ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის” – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საკუთარ facebook-ის გვერდზე. ამ განცხადებას ზაზა ფაჩულიას ნაოპერაციევი ფეხის ფოტოსურათი მოსდევს.
 
დღეს ფაჩულიამ ტრავმირებულ მარცხენა ფეხის აქილევსის მყესზე ოპერაცია წარმატებით გაიკეთა. დღეიდან იწყება სარეაბილიტაციო პერიოდი, რომელიც, წინასწარი გათვლებით, 6 თვეს გასტანს, თუმცა შესაძლებელია, ზაზა მყობრში ნაადრევად ჩადგეს. თითოეულ დღეს ოქროს ფასი და მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრები დამდეგ სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და ქართველი ქომაგების სურვილი ფაჩულიას დროულად გამოჯანმრთელება და ნაკრების დახმარებაა.
 

ფაჩულაის ფაოპერაციევი ფეხი