ფაჩულიას ორმაგი დუბლი და მორიგი წაგება

მორიგი მატჩები გაიმართა ოკეანისგაღმეთში, სადაც ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი” შინ შაკილ ონილის გარეშე მყოფ “მაიამისთან” დამატებით დროში 88:93 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა 6 პერსონალური მიიღო და ბოლო მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გავარდა, მაგრამ მანამდე 26 წუთში მაინც მოასწრო 12 ქულისა და 11 მოხსნის დაგროვება. ფაჩულიას გუნდს 8 შეხვედრის მერე 4 მოგება და ამდენივე წაგება აქვს.
ფაჩულიას სეზონის საშუალო მონაგარი: 15.4 ქულა, 6.9 მოხსნა, 1.6 პასი.