ფაჩულიას პირადი რეკორდი “ლეიკერსთან” მატჩში

ფაჩულიას პირადი რეკორდი “ლეიკერსთან” მატჩში

ლოს ანჯელესში, „ლეიკერსთან“ მატჩში, ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა ლოსანჯელესელებს ბურთი 4–ჯერ ჩაუჭრა და ეს მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ფაჩულიას აქამდელი საუკეთესო შედეგი 3 ჩაჭრა იყო, რომელიც მან 6 თებერვალს, „ფინიქსთან“ მატჩში მოაგროვა.
 

ფაჩულია ბურთისთვის თავგანწირვით იბრძოდა
 
რაც შეეხება მატჩს, ფაჩულიას გუნდმა წააგო. „ატლანტა ჰოუქსი“ პირველ ტაიმში ტოლსწორად ებრძოლა მასპინძლებს, თუმცა მესამე მეოთხედი ჩააგდო და დარჩენილ დროში ვითარება ვეღარ გამოასწორა. „ლეიკერსმა“ საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით – 86:78 გაიმარჯვა.
 
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27,23 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო, სამაგიეროდ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 9 ბურთი მოხსნა. ამის გარდა ფაჩულიას თითო პასი და დაფარება ჰქონდა, 4 ჩაჭრის შესახებ კი წერილის დასაწყისშივე გიამბეთ.
 
„ატლანტას“ სადღეისო მონაგარი 18 მოგება და 11 მარცხია. ანალოგიური შედეგი აქვს „ორლანდოსაც“ და ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციაში IV-V ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი ატლანტელებს ფინიქსში, ხვალ, გამთენიისას ელით.
 

ფაჩულია არც პაუ გასოლს შეეპუა