ფაჩულიას პირადსარეკორდო 6 პასი და “გოლდენ სტეიტისგან” განადგურებული “ჩიკაგო”

ფაჩულიას პირადსარეკორდო 6 პასი და “გოლდენ სტეიტისგან” განადგურებული “ჩიკაგო”

კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა შედეგიან გადაცემებში ზაზა ფაჩულიამ. ეს მოხდა „გოლდენ სტეიტისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ მატჩში, რომელშიც ოკლენდელებმა 143:94 გაანადგურეს „ხარები“.

ქართელმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ზაზამ არც ერთი სროლა არ გააცუდა: 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ზაზას 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და პირადსარეკორდო 6 პასი დაუგროვდა. ფაჩულიამ დაჯაბნა ჩიკაგოელი ვიზავი რობინ ლოპესი, რომელიც 7 ქულას და 7 მოხსნას დააჯერა.