კალათბურთის ფედერაციის მილოცვა ნიკოლოზ დერიუგინს

კალათბურთის ფედერაციის მილოცვა ნიკოლოზ დერიუგინს

ქართული კალათბურთის ბრწყინვალე წარმომადგენელს, ნიკოლოზ დერიუგინს დღეს 59 წელი შეუსრულდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ნიკოლოზ დერიუგინს და ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.

ნიკოლოზ დერიუგინი გახლავთ ევროპისა (1981) და მსოფლიოს (1982) ჩემპიონი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის (1978, 1979) მფლობელი, სსრკ-ის (1978-1985) და საქართველოს (1995-96) ეროვნული ნაკრებების წევრი. ნიკოლოზ დერიუგინი არის სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.