ფედერაციის მილოცვა როლანდ ხომერიკს

ფედერაციის მილოცვა როლანდ ხომერიკს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს თავის ღვაწლმოსილ წევრს, საერთაშირისო კლასის არბიტრს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, როლანდ ხომერიკს, რომელიც დღეს 86 წლის გახდა.

ბატონი როლანდი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დაარსებიდან დღემდე მუშაობს ფედერაციაში და იღწვის ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ. დღესდღეობით, როლანდ ხომერიკს უკავია მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელის თანამდებობა და ამავდროულად კომისრის რანგში ემსახურება საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მატჩებს.