ფიბა–ს კატეგორიის არბიტრი, ზაზა მაჩალაძე, რომელმაც თასის გათამაშებისას „არმია“ – თსუ–ს ნახევარფინალურ მატჩზე გარკვეული შეცდომები დაუშვა, მსაჯთა კომიტეტმა ფინალიდან მოხსნა. დღეს კი მსაჯთა კომიტეტმა მის მიმართ სანქცია გამოიტანა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის სხდომის
გადაწყეტილება
სხდომამ განიხილა ,,არმიისა“ და თსუ–ს კალათბურთის გუნდებს შორის ქ.რუსთავში 2011 წლის 30 იანვარს ჩატარებული საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის მსვლელობისას მსაჯის, ზაზა მაჩალაძის მიერ დაშვებული შეცდომების საკითხი. სხდომის მსვლელობისას დეტალურად იქნა განხილული კომისრის, თ. ქიქოძის მოსხენებითი ბარათი და თამაშის ვიდეოჩანაწერი. მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ გულწრფელად აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომები.
სხდომამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ზაზა მაჩალაძის დასჯის შესახებ და მას აეკრძალა მსაჯობა სუპერლიგის ორი ტურის კალენდარულ შეხვედრებში.
ამავე თამაშში (არმია– თსუ), კომისრის სიტყვიერი შეურაცხოფისთვის 2 მატჩით დისკვალიფიცირებულ იქნა მოთამაშე შალვა კოხრეიძე (N.8), ხოლო 26 იანვარს ,,დინამო“ საუ–ს მატჩში, ასევე სიტყვიერი შეურაცხოფისთვის, 2 თამაშით დისკვალიფიცირებულია მოთამაშე ლაშა ეძგვერაძე (N.9).
1 თებერვალს, 20– წლამდელთა ჩემპიონატში, კალენდარული მატჩის დროს ,,მაკაბისა“ და ,,რუსთავის“ გუნდებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, მოთამაშე ჯაბა არაბული (N.9) მეტოქეთა ერთ–ერთ წევრის ფიზიკური შეურაცხოფისთვის დისკვალიფიცირებულ იქნა სამი თამაშით.
თბილისი
3 თებერვალი 2011 წ.