ფესტივალის ფინალში დინამო და აკადემია გავიდნენ

ფესტივალის ფინალში დინამო და აკადემია გავიდნენ

11-წლამდელთა მინისაკალათბურთო ფესტივალზე ნახევარფინალები გაიმართა და შედეგად ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო“ და „აკადემია“ შეხვდებიან.
 
დინამოელებმა ნახევარფინალში „აკადემია 2“-ს მოუგეს. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ მეოთხედში გაირკვა, რომელიც „დინამომ“ 13:1 მოიგო, საბოლოოდ კი 38:25 გაიმარჯვა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში „აკადემია 1“-მა „ჰიუნდაის“ 35:26 სძლია. მატჩის ბედი მესამე მეოთხედსი გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი (14:14) იყო, მესამე პერიოდი კი აკადემიელებმა 18:3 იმარჯვეს და ბოლო მეოთხედს აზრი დაეკარგა.
 
ფინალური მატჩი საკალათბურთო აკადემიასი ხვალ, 11 ივნისს გაიმართება. მესსამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „აკადემია 2“ დაუპირისპირდებიან.
 

 
10 ივნისი. საკალათბურთო აკადემია. ნაქხევარფინალები
დინამო – აკადემია 2                 39:25 (13:1, 8:8, 8:8, 10:8)
დინამო: გელოვანი (12)
აკადემია: გონგაძე (7)
 
აკადემია – ჰიუნდაი                  35:26 (7:2, 7:12, 18:3, 3:9)
აკადემია: გოდერძიშვილი (15)
ჰიუნდაი: სკამკოჩაშვილი (7)