ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

მინისაკალათბურთო ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. პირველი ეტაპის ბოლო ტურის შემდეგ იმ 4 გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებმაცპლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.
 
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „ჰიუნდაი“ – „კარდინალი“ და „აკადემია“ – „მართვე“. ამ უკანასკნელმა პლეი ოფში თამაშის უფლება დღეს ბოლო წამს მოიპოვა. მართველები „სოხუმთან“ 1 ქულით აგებდნენ, ბურთი მეტოქეს ჰქონდა და თამაშის დასრულებამდე 12 წამი რჩებოდა. ხათუნა გაბედავას შეგირდებმა ბურთი ჩაჭრეს, სოხუმელები კი დაჯარიმდნენ. ორივე ზუსტი საჯარიმო და „მართვემ“ 30:29 გაიმარჯვა, რითაც „სოხუმი“ მეოთხედფინალს მიღმა დატოვა.
 
ნახევარფინალური მატჩები ხვალ, სააკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
 

 
2 ივნისი. 53-ე სკოლა
ბასტიონი – კარდინალი         15:56 (4:14, 4:16, 6:6, 1:20)
ბასტიონი: დ. გვაძაბია (6)
კაერდინალი: ნ. ნიკოლაიშვილი (17)
 
აქსი – დინამო 20:48 (6:14, 5:13, 4:15, 5:6)
აქსი: თ. მარკოზია (7)
დინამო: . სულხანიშვილი (14)
 
აკადემია – რუსთავი     48:43 (11:10, 12:15, 16:8, 9:10)
აკადემია: ზურაბაშვილი (17)
რუსთავი: ლ. პერტაია (12)
 
თსუ – ჰიუნდაი             6:51 (2:18, 2:15, 0:10, 2:8)
თსუ: ე. ონიაშვილი (2), ნ. ხიჯაკაძე (2), ბოჭორიშვილი (2)
ჰიუნდაი: ბ. ფეიქრიშვილი (14), გ. მახვილაძე (14)
 
მართვე – სოხუმი          30:29 (10:12, 4:6, 5:4, 11:7)
მართვე: ლ. მიმინოშვილი (19), ლ. თვარაძე (7)
სოხუმი: თ. ჭიჭინაძე (10), ნ. გორგაძე (6)
 
ვესტა – მაკაბი     34:24