ალექსანდრე ფევაძის მეორე მატჩი რუმინეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებული აღმოჩნდა. წინა შეხვედრის მსგავსად, მას ორმაგ დუბლამდე კვლავ 1 მოხსნა დააკლდა, თუმცა “ლაგუნა შარკსის” ქართველ ფორვარდს ამჯერად 19 ქულა ჰქონდა და ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სამწუხარო ისაა, რომ “ლაგუნა შარკსი” კვლავ დამარცხდა. ამჯერად, ბუქარესტელებმა საკუთრ მოედანზე შეხვედრა “ტიმიშოარასთან” 76:83 დათმეს. ბოლო მეოთხედის წინ ფევაძის გუნდი 3 ქულას იგებდა, თუმცა ტიმიშოარამ გადამწყვეტი მეოთხედი 10 ქულით მოიგო და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.
24 წლის ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ფევაძემ მოედანზე 27:38 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჭაჭრა მიითვალა. მან 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო.
ლაგუნა შარკსი 9 გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში დინამო ბუქარესტთან სტუმრად ითამაშებს.