ფიბა-ევროპამ ქართველი მსაჯ-კომისრები გაანაწილა

ფიბა–ევროპამ ქართველ მსაჯებ–კომისრებს იანვრის დანიშვნები გამოუგზავნა. შეგახსენებთ, რომ არბიტრები – მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი და კომისარი, მერაბ რატიშვილი აქტიურად იღებენ მონაწილეობას ევროტურნირებში, საკმაოდ მაღალი დონის თამაშებზე. ამჯერად, მათ შემდეგ თამაშებზე მოუწევთ მივლინება:
მაკა კუპატაძე
11 იანვარი. ქალების ევროლიგა. ჯგუფური ეტაპი. პრაღა. ჩეხეთი
პრაღა (ჩეხეთი) – როს კასერესი (ესპანეთი)
 
დავით ბერეკაშვილი
24 იანვარი. ევროჩელენჯი. მეორე ჯგუფური ეტაპი. თურქეთი
ქარშიაქა (თურქეთი) – არტლანდი (გერმანია)
25 იანვარი. ქალების ევროლიგა. ჯგუფური ეტაპი. თურქეთი
გალათასარაი (თურქეთი) – ბურჟი (საფრანგეთი)
 
მერაბ რატიშვილი
19 იანვარი. ქალების ევროთასი. მერვედფინალი. საპასუო მატჩი. ისრაელი
რამლა (ისრაელი) – ქაისერი (თურქეთი)