ფიბა-ს მიერ გუშინ მიღებული პირველადი გადაწყვეტილებების შემდეგ, ფიბა ევროპის აღმასრულებელი კომიტეტი ოთხშაბათს, 2 მარტს შეიკრიბა, რათა მიეღო შემდგომი აუცილებელი გადაწყვეტილებები უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
კომიტეტმა მიიღო ეს გადაწყვეტილებები შეჯიბრებების მთლიანობისა და ყველა მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინელი მოთამაშეების, გუნდების, კლუბებისა და ოფიციალური პირების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც ამჟამად ვერ იღებენ მონაწილეობას ფიბა ევროპის ღონისძიებებში.
აღმასრულებელი კომიტეტის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესრულდება ფიბა ევროპის შეჯიბრებებზე დაუყოვნებლივ და შემდეგნაირად:
– არ დაუშვას რუსული გუნდების მონაწილეობა ევროპის საკლუბო შეჯიბრებებში სათანადო გადაწყვეტილებამდე;
– არ დაუშვას რუსი ოფიციალური პირების მონაწილეობა, მათ შორის დელეგატები, ზედამხედველები, მსაჯები და ა.შ. ფიბა ევროპის შეჯიბრებებში სათანადო გადაწყვეტილებამდე;
– საკლუბო შეჯიბრებები უნდა ჩატარდეს უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ევროპის კონტინენტზე;
– შეაჩეროს რუსეთის კანდიდატურა ფიბა-ს Eurobasket 2025-ზე, ხოლო სატენდერო პროცედურა გაგრძელდება, როგორც დაგეგმილი ოყო.
გადაწყვეტილებების შესაბამისად, ფიბა ევროპის საკლუბო შეჯიბრებების 2021-22 წლების სეზონი რუსული გუნდების გარეშე გაგრძელდება, რაც გავლენას მოახდენს ქალთა ევროლიგაზე, ქალთა ევროთასზე და ფიბა ევროპის თასზე.
ქალთა ევროლიგის UMMC ეკატერინბურგის, დინამო კურსკის და MBA მოსკოვის გამორიცხვის შემდეგ, მეოთხედფინალური წყვილები და ქალთა ევროთასისთვის კვალიფიცირებული გუნდების სია რეიტინგის მიხედვით გადაიხედება.
ფიბა ევროპა აგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს ფიბასთან ერთად. მას შეუძლია მოარგოს თავისი გადაწყვეტილებები და სანქციები მომავალში განვითარებულ მოვლენებს. ფიბა ევროპა სინანულს გამოთქვამს არსებული ვითარებით დაზარალებულ ადამიანებზე, კლუბებსა და ეროვნულ გუნდებზე და იმედოვნებს, რომ ევროპული საკალათბურთო ოჯახის ყველა წევრი ძალიან მალე კვლავ მშვიდობიანად იურთიერთებს.
ფიბა ევროპა ასევე სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის ხალხს და უკრაინის კალათბურთის ფედერაციას.