ფიბა-მ მსაჯ-კომისრები გაანაწილა: თვაური პოლონეთში, რატიშვილი – აზერბაიჯანში

ფიბა-მ მსაჯ-კომისრები გაანაწილა: თვაური პოლონეთში, რატიშვილი – აზერბაიჯანში
8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასის მორიგი ტურია, რომელშიც თბილისურ კლუბ თსუ-თან ერთად ქართველი მსაჯ-კომისარიც მონარილეობს. ლაპარაკია არბიტრ კირილე თვაურზე და კომისარ მერაბ რატიშვილზე. რაც შეეხება მიხეილ ვართანოვს, ის ამჯერად უცხოეთში არ იქნება დაკავებული და თბილისში, თსუ-სა და გერმანული “გიოტინგენის” მატჩს ვიდეო-რეფერის სტატუსით მოემსახურება.
 
რაც შეეხება თვაურს, კირილე პოლონეთში, “სტაროგრადისა” და ნიდერლანდური “დენ ბოშის” თამაშს იმსაჯებს. კომისარი მერაბ რატიშვილი ი მეზობელ აზერბაიჯანში გადავა და ბაქოში “საბაჰისა” და მონტენეგრული “მორნარის” დაპირისპირებას მოემსახურება.
 
კირილე თვაური (მსაჯი)
8 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. სტარგარდ შჩეცინსკი (პოლონეთი)
სტარგარდი (პოლონეთი) – დენ ბოში (ნიდერლანდები)
 
 
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
8 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. ბაქო (აზერბაიჯანი)
საბაჰი (ბაქო, აზერბაიჯანი) – მორნარი (ბარი, მონტენეგრო).