ფიბა-მ რუსული გუნდები და პერსონალი მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს ჩამოაშორა

ფიბა-მ რუსული გუნდები და პერსონალი მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს ჩამოაშორა

დღეს საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციამ (ფიბა) ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც რუსულ გუნდებს და ოფიციალურ პირებს ეკრძალებათ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა. გთავაზობთ ამ განცხადებას:

ფიბა ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებით და ღრმა თანაგრძნობას გამოთქვამს დაზარალებულთა მიმართ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს რეზოლუციისა და მისი მიზეზების შესაბამისად, ფიბა-მ დღეს გამოაცხადა, რომ რუსეთის გუნდებს და ოფიციალურ პირებს არ ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ საკალათბურთო და 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებში შემდგომ გაფრთხილებამდე.

ყოველ მომდევნო გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებული იქნება ფიბა-ს 25 მარტის ცენტრალური საბჭოს სხდომაზე, ასევე ფიბა-ს ევროპის ზონის ორგანოების მიერ უახლოესი დღეების განმავლობაში, ფიბა დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.

ფიბა მკაცრად გმობს ძალადობას და იმედოვნებს, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს.