საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფიბა-ს ახალ რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 26, ევროპაში – 16 ადგილზე დარჩა

ფიბა-ს ახალ რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 26, ევროპაში – 16 ადგილზე დარჩა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფური სტადიის დასრულების შემდეგ ფიბა-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია – ჩვენები კვლავინდებურად 26-ე ადგილზე არიან, ევროპაში კი მეთექვსმეტე ადგილი უკავიათ.

მომავალი მუნდიალის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შემდეგ პოზიცია უკავიათ: საბერძნეთი მეცხრეა, ისრაელი 35-ე, ესტონეთი კი 47-ე.

ფიბა-ს რეიტინგის მოწინავე ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, არგენტინა, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, ავსტრალია.