ფიბა-ს დანიშვნებში კვლავ რატიშვილი და კუპატაძე მოხვდნენ

ფიბა-ს დანიშვნებში კვლავ რატიშვილი და კუპატაძე მოხვდნენ

ფიბა–ევროპამ კონტინენტის საკლუბო ტურნირების მატჩებზე მსაჯ–კომისრები გაანაწილა. ქართველთაგან მატჩებზე დანიშნულთა სიაში, ტრადიციულად, მერაბ რატიშვილი და მაკა კუპატაძე მოხვდნენ.
 
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი კომისრად  საკმაოდ პრინციპულ მატჩზეა მიწვეული. 22 თებერვალს ევროჩელენჯის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩი გაიმართება ჩეხეთის ქალაქ პროსტეიოვში. სწორედ ამ შეხვედრას უთავკაცებს მერაბ რატიშვილი.

მერაბ რატიშვილი
 
ფიბა–ს არბიტრი მაკა კუპატაძე უმნიშვნელოვანეს მატჩს განსჯის. ქალთა ევროპის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ერთმანეთს ბერძნული „ათინაიკოსი“ და ისრაელის „რამალა“ შეერკინებიან. შეხვედრა 3 მარტს ათენში გაიმართება.

მაკა კუპატაძე