ფიბა-ს მოიგი ვებინარი მინი-კალათბურთში ჩართული მწვრთნელებისთვის 5 ოქტომბერს გაიმართება

ფიბა-ს მოიგი ვებინარი მინი-კალათბურთში ჩართული მწვრთნელებისთვის 5 ოქტომბერს გაიმართება

5 ოქტომბერს, გაიმართება ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ვებინარი (ონლაინ-კონფერენცია), რომლის თემაც იქნება მინი-კალათბურთი. ფიბა აღნიშნულ ვებინარს ატარებს იმისთვის, რომ მისი წევრი ქვეყნების მწვრთნელებს, რომლებიც მუშაობენ მცირე ასაკის კალათბურთელებთან, მიმდინარე აქტუალური თემების სწორედ წარმატთვასა დ ამოგვარებაში დაეხმაროს.

ვებინარზე ძირითადად 2 თემის ირგვლივ იქნება მსჯელობა: 1) საჯარო სკოლების კალათბურთთან დაკავშირება, პანდემიიდან ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. 2) ხიდის გადება სპორტსა და ინტერნეტს შორის.

ვებინარზე დასწრება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მწვრთნელს, ვინც ჩართულია მინი-კალათბურთში, მუშაობს ასაკობრივ ჯგუფებთან ან უბრალოდ აპირებს მწვრთნელობის დაწყებას. ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული არაა.

ვებინარზე შესაბამისი თემატიკის სემინარებს წაიკითხავენ გერმანიის კალათბურთის ფედერაციაში სკოლისა და ახალგაზრდული ასაკების დეპარტამენტში მომუშავე სპეციალისტი, ტიმ ბრენტი და საკალათბურთო კლუბ ბერლინის “ალბაში” ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი, კრისტიან შტეინბერგი. დეტალური ინფორმაცია ლექტორების და პროგრამის შესახებ ჩამოტვირთეთ აქედან

ვებინარი გაიმართება ინგლისურ ენაზე, 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00-დან 22:00 საათამდე.

დასწრების მსურველები ესტუმრეთ ქვემოთ წარმოდგენილ ბმულს და ინგლისურ ენაზე შეავსეთ სარეგისტრაციო კითხვარი:

რეგისტრაცია