ფიბა-ს იანვრის ნომინაციებში კვლავ კუპატაძე და რატიშვილი ფიგურირებენ

ფიბა-ს იანვრის ნომინაციებში კვლავ კუპატაძე და რატიშვილი ფიგურირებენ

საახალწლო პაუზის შემდეგ, ფიბა 3 იანვრიდან ანახლებს ტურნირებს, რომლებშიც, ცხადია, ქართველი მსაჯი და კომისარიც მონაწილეობენ. იანვრის პირველი ნახევრის ნომინაციების კალენდარში არბიტრ მაკა კუპატაძეს და კომისარ მერაბ რატიშვილს 2-2 მატჩზე მოუწევთ მუშაობა:

 მაკა კუპატაძე (მსაჯი)

3 იანვარი. ქალთა ევროპის თასის ფლეი ოფის პირველი წრე. ვიდნოე (რუსეთი):

სპარტა ვიდნოე (რუსეთი) – ლიონი (საფრანგეთი)

16 იანვარი. ქალთა ევროლიგის რეგულარული სეზონი. ათენი (საბერძნეთი):

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – შოპრონი (უნგრეთი)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

3 იანვარი. ქალთა ევროპის თასის ფლეი ოფის პირველი წრე.მოსკოვი (რუსეთი):

მბა მოსკოვი (რუსეთი) – ბოთაში (თურქეთი)

9 იანვარი. ფიბა ევროპის თასის მეორე ჯგუფური ეტაპი. იზმირი (თურქეთი):

ქარშიაქა (თურქეთი) – პრიშტინა (კოსოვო)