ფიბა-ს ქართველი კომისარი დეკემბერში ვი-თი-ბი ლიგის 2 მატჩს მოემსახურება

ფიბა-ს ქართველი კომისარი დეკემბერში ვი-თი-ბი ლიგის 2 მატჩს მოემსახურება

ვი-თი-ბი ლიგის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის ბოლომდე მსაჯებისა და კომისრების დანიშვნები გამოაქვეყნა, სადაც ერთადერთი ქართველი ფიბა-ს მსაჯი, მერაბ რატიშვილი ფიგურირებს. ვი-თი-ბი ლიგა გახლავთ კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული საეთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროლიგისა და ევროთასის გუნდები მონაწილეობენ. ამ ევროტურნირის მომსახურება ქართველთაგან ძირითადად კომისარ მერაბ რატიშვილს უწევს, რომელსაც 2019 წლამდე დარჩენილ ორიოდ კვირაში 2 თამაშზე მოუწევს მუშაობა:

16 დეკემბერი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ასტანა (ყაზახეთი):

 ასტანა (ყაზახეთი) – კალევი (ტალინი, ესტონეთი)

22 დეკემბერი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ჟიელენა გურა (პოლონეთი):

შტელმეტ ჟიელენა გურა (პოლონეთი) – ლოკომოტივი-ყუბანი (კრასნოდარი, რუსეთი)