ფიბამ კუპატაძე ქალთა ევროპის თასზე, რატიშვილი – VTB ლიგაზე გაანაწილა

ფიბამ კუპატაძე ქალთა ევროპის თასზე, რატიშვილი – VTB ლიგაზე გაანაწილა

ფიბა-მ ევროპის საკლუბო ტურნირების თამაშებზე მიმდინარე თვის მეორე ნახევრის დანიშვნები შეადგინა.  საერთაშორისო მატჩების მომსახურება საქართველოდან კვლავ მაკა კუპატაძეს და მერაბ რატიშვილს მოუწევთ: 

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

22 მარტი. ქალთა ევროპის თასის ნახევარფინალი. სტამბოლი (თურქეთი): გალათასარაი (თურქეთი) – პერფიუმერიას ავენიდა (სალამანკა, ესპანეთი)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

25 მარტი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ასტანა (ყაზახეთი): ასტანა (ყაზახეთი) – პარმა (პერმი, რუსეთი).