ფინალში ,,ვეჯინს” ქუთაისი დაუპირისპირდება

ფინალში ,,ვეჯინს” ქუთაისი დაუპირისპირდება

  ქალთა ლიგის საქართველოს თასის გათამაშების მეორე ფინალისტი დღეს ქუთაისში გამოვლინდა. 

ადგილობრივმა გუნდმა ,,ზესტაფონს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა – 83:77. 
მართალია სტუმრებმა პირველი ტაიმის მოგება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში  ქუთაისმა უპირატესობა მოიპოვა, მესამე და მეოთხე პერიოდები მოიგო და საბოლოოდ 6-ქულის სხვაობით დაამარცხა ზესტაფონი. 
გამარჯვებულებს 27 ქულით და 9 მოხსნით ნელი ჟორჟოლიანმა ულიდერა, 18ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა მადონა ჟორჟოლიანმა, 17ქულა, 7პასი და 5 ჩაჭრა ჰქონდა თაკო მანაგაძეს, ხოლო 11ქულა და 9 მოხსნა ნინო გაბიძაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. 
ზესტაფონლთა რიგებში საუკეთესო ნინო კვინიკაძე იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 26ქულა, 10მოხსნა, 8 პასი. 19ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა შორენა კუპატაძეს, თიკო ჭიჭინაძემ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 18ქულა, 29მოხსნა. 
ქალთა ლიგის საქართველოს თასის ფინალი 19 ივნისს, თბილისში 14:00 საათზე გაიმართება. 

 ქუთაისი – ზესტაფონი 83:77.