ფინალური სერია რუსთავში ხვალ დაიწყება

ფინალური სერია რუსთავში ხვალ დაიწყება

ხვალ, რუსთავში სეზონის უმთავრესი მოვლენა იწყება. ფინალური სერიის გახსნის მატჩში მოქმედი ჩემპიონი „ენერჯი–ინვესტი“ აგრარული უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება. ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც სამ გამარჯვებას მოიპოვებს.

რუსთაველები ბოლო მეთხე სეზონია, ფინალში გადიან, ხოლო აგრარული უნივერსიტეტს გუნდი ფინალში კი არა, ბოლო 16 სეზონია, გუნდი არ ჰყოლია. აგრარელები პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და ბოლო ადგილზე გავიდნენ, ამ სეზონის წინ კი ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობამ კვლავ მიხედა კალათბურთს და საფინალო გუნდი გააკეთა.დღეს, ტოტალიზატორ „აჭარაბეთში“ ფინალურ სერიისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები დაესწრნენ…მიხეილ კობეშავიძე, სსაუ–ს მთავარი მწვრთნელი:„ერთადერთი, რისი გადაჭრით თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. ასე იყო მთელი ეს სეზონი და ასე იქნება ახლაც, ფინალურ სერიაში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ფინალამდე ვერ მოვიდოდით. გუნდში კარგი განწყობაა, შეგვემატა მიხეილ ბერიშვილი, რომელიც პირველ წრეში ჩვენთან იყო და შემდეგ ესპანეთში წავიდა. ვერ დაგვეხმარება დავით გვიმრაძე, რომელმაც ოპერაცია კარგა ხანია, კი გაიკეთა, მაგრამ მწყობრში ჯერ ვერ ჩადგა.მცირე უპირატესობა რუსთაველებს აქვთ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ“.დავით უსტიაშვილი, „ენერჯი–ინვესტის“ მთავარი მწვრთნელი:„ჩვენი გუნდი საკმაოდ მობილიზებულია საიმისოდ, რომ ფინალი მოიგოს. გუნდის წევრებს დიდი გამოცდილება აქვს როგორც ფინალებში, ასევე ერთად თამაშის. არაერთი კალათბურთელია, რომლებიც ერთად იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ტრავმირებულები არ გვყავს და გუნდში საბრძოლო განწყობაა. არ ვიცი, რამდენი მატჩი დასჭირდება ჩემპიონის გამოვლენას, მაგრამ ჩვენ ჯერ პირველ მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ მომდევნოზე ვიფიქრებთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება უპირატესობას, ჩემი აზრით 60/40–ზეა ჩვენს სასარგებლოდ“.ბექა წივწივაძე, სსაუ–ს კაპიტანი:„მართალია რუსთაველებს გარკვეული უპირატესობა აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იოლად არაფერს დავთმობთ. ჩვენც შეგვწევს ძალა, რომ ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ ამის შანსი რუსთაველებზე ოდნავ ნაკლები გვაქვს. ჩვენი მეტოქის მთავარი უპირატესობა გამოცდილებაა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ამ სეზონში საკმაო პრაქტიკა მიიღო და ვფიქრობ, საინტერესო სერიაც უნდა გმოვიდეს“.კოტე კუღუში, „ენერჯი–ინვესტის“ კაპიტანი:„ჩემპიონობის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვებაო, ნათქვამია და მეც ამ აზრზე ვარ. მიუხედავად გარკვეული უპირატესობისა, ვფიქრობ, ყველაფერი უშუალოდ მოედანზე გადაწყდება და რომელიც მაქსიმუმს გაიღებს და რომელსაც ფორტუნაც წააშველებს ხელს, ის გუნდი გაიმარჯვებს. მოედნის უპირატესობა ჩვენია და ვეცდებით, ეს კოზირი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.