ფინალური სერიის პირველ მატჩში ცქიტიშვილი საუკეთესო იყო

ფინალური სერიის პირველ მატჩში ცქიტიშვილი საუკეთესო იყო

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ფინალური სერიის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისმა „მაჰრამმა“ კი საჩემპიონო სერია გამარჯვებით დაიწყო. თეირანელებმა “პეტროჩიმისთან” დაპირისპირების საწყისი მატჩი სტუმრად გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში 81:73 იმარჯვეს.
 
ცქიტიშვილი სასტარტო შემადგენლობაი იყო და თანაგუნდელ ბაჰრამი ნიხანის მსგავსად, შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა. საქართელოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 11-დან 8 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 8-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 22 ქულას 8 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. ცქიტიშვილის ეფექტურობის კოეფიციენტი 26 გახლდათ, რითაც იგი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
 
ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება. სერიის მე-2 მატჩი 16 მაისს გაიმართება.