ფინეთმა ესტონეთთან წააგო

მორიგი ტესტ-მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების მეტოქემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთის ეროვნულმა ნაკრებმა.ჰანო მოტოლას, ტეემუ რანიკოსა და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” ახალწვეულის, პეტრი კოპონენის გარეშე მყოფმა ფინეთმა ესტონეთთან 36:57 წააგო. ფინელებში 7-7 ქულით ყველაზე შედეგიანები ვირტანენი და ჰაფი იყვნენ.აღსანიშნავია, რომ დიდი შესვენების მერე ფინეთი 12 (!) ქულით “გამოირჩა”, მისმა მეტოქემ კი 29 ქულა დააგროვა.