ფინეთთან შეხვედრა ერთი დღით გადაიწია

საქართველოსა და ფინეთის კალათბურთის ფედერაციების ერთობლივი შეთანხმებით, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა შორის, რომელიც თბილისში 1 სექტემბერს უნდა გამართულიყო, 2 სექტემბერს ჩატარდება.